სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა.
„30 წლის ქალი თავის არეში დაზიანებით კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა ქალასარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ინტრაცერებლური სისხლჩაქცევითა და სისხლის დიდი დანაკარგით. გამოვლინდა ტვინის შეშუპებაც. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში, მართვითი სუნთქვის აპარატზე. სიმპტომური მკურნალობის მიუხედავად პაციენტი გარდაიცვალა“, - განაცხადა ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების უფროსმა, თეა კორკოტაძემ.

ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. გარდა ამისა, ეჭვმიტანილმა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100