სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანსა და ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, გურჯაანსა და ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ლაგუარდიას მუნიციპალიტეტის მერმა ლუსიო კასტანიედამ მოაწერეს. ურთიერთათანამშრომლობის მემორანდუმი ორ მხარეს შორის, ღვინის, მევენახეობის და ღვინის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ არჩილ ხანდამაშვილმა და ლუსიო კასტანიედამ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ჩვენთვის როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტისთვის მემორანდუმის გაფორმება ესპანეთის ლაგუარდასთან, რომელიც ასევე მეღვინეობის ქალაქია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საერთო სამომავლო გეგმებზე და ნაბიჯებზე. დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება, რომლის შედეგებასაც ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, “აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე გაფორმდა გურჯაანსა და სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცას მუნიციპალიტეტებს შორის. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალს 6 ქვეყნის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქებიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100