სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფარული მოლაპარაკებები: შეხვდა თუ არა, ბოკერია ივანიშვილს?

კარგად ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. თუმცა, ბოკერია შეხვედრის ფაქტს უარყოფს.

მიუხედავად ამისა, წყარო ამტკიცებს რომ შეხვედრა რიკოთზე შედგა და ბოკერიამ და ივანიშვილმა სხვადასხვა საკითხებზე საკმაოდ დიდხანს ისაუბრეს.

მას, ვინც ამ საუბრის მცირე ნაწილს შეესწრო, დარჩა შთაბეჭდილება რომ ეს არ იყო ივანიშვილისა და ბოკერიას პირველი შეხვედრა - გვიყვება ის.

წყარო ვერ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილეს დეპუტატმა და ოლიგარქმა ან არის თუ არა, კავშირში, ამ შეხვედრასთან ბოკერიას უეცარი ფერიცვალება.

კერძოდ: თავდასხმები საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და იმაზე რომ მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა კორუმპირენული ჩინოვნიკების წინააღმდეგ გამოძიება არ უნდა აწარმოოს.

ეს მაშინ, როდესაც 2012 წლიდან დღემდე, ივანიშვილის კლანმა, სხვადასხვა მსხვილი კორუფციული სქემებით რამდენიმე მილიარდის ღირებულების ქონება მიითვისა ხალხის უკიდურესად გაღარიბების პარალელურად.

ჩვენ, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გიგა ბოკერიას სმს შეტყობინება გავუგზავნეთ და ვკითხეთ, შეხვდა თუ არა, ის ბიძინა ივანიშვილს და როდის ნახა ბოლოს...

“ივანიშვილს და სააკაშვილს რეგულარულად ვიბარებ და ვაძლევ ინსტრუქციებს.

ბოლოს გუშინწინ იყო ჩვენი ფრაქციის ოთახში. როგორი აბსურდული კითხვაც იყო, ისეთი პასუხი გაგეცით”, - მოგვწერა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100