ქართველებმა საბერძნეთში 74 წლის კაცი აწამეს

საბერძნეთის პოლიცია ქართველი ეროვნების დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ათენის გარეუბანში, ვულში, ქართველი ეროვნების პირები 74 წლის კაცს სახლში შეუვარდნენ და მას 3 საათის განმავლობაში აწამებდნენ.

ინფორმაციას ბერძნული "სი ენ ენი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მძარცველები სახლში ფულს ეძებდნენ. როდესაც ვერ იპოვეს, მოხუცი სასტიკად აწამეს.

დამნაშავეებმა სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანეწერები წაიღეს და მიიმალნენ. მათ პოლიცია ეძებს.

კომენტარი