ოკუპირებულ აფხაზეთში ბლოგერს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ბლოგერი ბესლან ხვარცკია სცემეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვერსიით მისი ცემა აფხაზეთში გამართულ ქორწილზე დაწერილ კომენტარს უკავშირდება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ქორწილში გადაღებული ფოტოები სადაც ჩანს, რომ ქორწილის სუფრაზე მთლიანად შემწვარ თხებთან ერთად, ჯიხვებიც იყო, რომელზეც ნადირობა აკრძალულია:

"არჩვებზე და თხებზე გავერკვიეთ, არჩვი არცერთი არ ყოფილა, ამბობენ რომ იყო 2 ჯიხვი და ესეც ეჭვქვეშაა. რა ცხენები იყო და რა მოისაქმეს, საერთოდ ვერ გავიგე. მეტი სიცხადე შეიტანეთ გთხოვთ“ - დაწერა ხვარცკიამ.

კომენტარი