სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანში, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლი ორ სართულიან სახლს გაუჩნდა. შენობა მთლიანად დაიწვა. მაშველებმა 60 წლამდე ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ხანძრის ჩაქრობას მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ცდილობდნენ. სავარაუდოდ, ცეცხლი გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა, ქალი კი დაკვამლიანებამ იმსხვერპლა. დამწვარია 150 კვ.მ-მდე ფართობი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100