სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ანიტა რაჭველიშვილი არ დამიწყევლია, მინდოდა იმ დონემდე მისულიყო, ბოდიში მოეხადა" - არქიმანდრიტი ბართლომე

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხელაიშვილი ამბობს, რომ ანიტა რაჭველიშვილი არ დაუწყევლია, მხოლოდ უნდოდა, იმ დონემდე მისულიყო, რომ ბოდიში მოეხადა ბერას შეურაცხყოფის გამო.

"ეს არ იყო წყევლა, არც სურვილი არ იყო, მე მგონია, რომ როცა ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, იმ დონემდე უნდა მივიდეს, რომ ბოდიში მოიხადოს. მე მინდოდა იმ დონემდე მისულიყო, რომ ბოდიში მოეხადა", - თქვა არქიმანდრიტმა ტვ "პირველის" ეთერში.

"საპატრიარქო არ შემხმიანებია, მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი და ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე, არ დამიწყევლია, ცუდს არ ვუსურვებ, კარგი მომღერალია, მაგრამ კარგი მომღერლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს", - თქვა ბართლომე ფირცხალაიშვილმა.
შეგახსენებთ, ბართლომე ფირცხალაიშვილმა საჯარო კომენტარში "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა. ეს იყო პასუხი ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკაზე, რომელმაც ამაზონის ტყის ფონდში დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვის მზაობა გამოთქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100