სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2 გარდაცვლილი და 2 მძიმედ დაშავებული - ავარია გორთან

მსხვერპლით დასრულდა გორთან მომხდარი ავარია. ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი, ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის დამცავი ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი გარდაიცვალა. მძღოლი და კიდევ ერთი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

ავტომანქანაში მყოფი პირები ნათესავები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100