სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია სამეგრელოში - რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ დაშავებული მძღოლი სატვირთოდან ამოიყვანეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მძღოლი მაშველებმა დაზიანებული ავტომობილიდან გადმოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია თითქმის 4 საათი მიმდინარეობდა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს ქვედა კიდურების მძიმე დაზიანებები აქვს. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. დაშავებულს ამ წუთებში სამედიცინო კვლევა უტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100