გადაუღებელი თოვის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უკვე მეორე დღეა, რაც ინტენსიური თოვის გამო მოსახლეობა ავტომობილით ვერ გადაადგილდება. უღელტეხილზე ამ წუთებშიც უამინდობაა.

კომენტარი