სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაგთიკომი და ხანის აკადემია პარტნიორები გახდნენ

მაგთიკომი მსოფლიოში წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა ორ მიმართულებას მოიცავს: მაგთიკომმა ხანის აკადემიის უმაღლესი მათემატიკის კურსის გაქართულება უზრუნველყო და ასევე, მაგთის ტელევიზიის მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, აპლიკაციის მეშვეობით მოისმინონ სხვადასხვა დარგის ლექციების კურსი.

ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, პლატფორმა ათასობით ვიდეოგაკვეთილს და პრაქტიკულ სავარჯიშოს მოიცავს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესის გამარტივებას. ხანის აკადემიის აპლიკაცია აერთიანებს ლექციებს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ისტორიაში, მედიცინასა და სხვა დისციპლინებში.

ხანის აკადემიის ქართული ვერსია საგანმანათლებლო ფონდის, Educare Georgia- მიერ მზადდება.

ხანის აკადემია ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური პროექტია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოში ის არის, რომ უფროსკლასელებს ტექნიკურ საგნებში ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, კომპიუტერული პროგრამირება - საკმაოდ დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ.

ამას ისიც ერთვის, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა, ქართულენოვანი მასალები ამ საგნებში საკმაოდ ცოტაა და ისინი ინტერნეტსივრცეში აქამდე არც არსებობდა.

ამჯერად ხანის აკადემიის ვებგვერდზე 3 500-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი, 8 მილიონი სიტყვა-სავარჯიშო და საკითხავი მასალაა. ქართულ პლატფორმას უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროექტი საკმაოდ პოპულარულია მთელ საქართველოში“, - აცხადებს ფონდის დირექტორი, გიორგი ჯიბლაძე.

„სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით მაგთიკომი წლებია ხელს უწყობს საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის განათლებას და პროფესიულ ზრდას. მაგთიკომი მუდამ ცდილობს, ინოვაციური გზების შეთავაზებით მოტივაცია აუმაღლოს ცოდნის გაღრმავების მსურველებს და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს საერთაშორისო სტანდარტის საგანმანათლებლო მასალები. სწორედ ამ ნიშნით შეარჩია კომპანიამ მსოფლიოში აღიარებული უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა ხანის აკადემია, რომელიც სხვადასხვა დარგის სასწავლო ლექციებს აერთიანებს.

მაგთიკომმა უმაღლესი მათემატიკის 600-ზე მეტი გაკვეთილის ქართულად თარგმნა უზრუნველყო და ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც საგნის შესწავლის და ცოდნის გაღრმავების სურვილი გაუჩნდება.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე განსაკუთრებით მაგთის ტელევიზიის მომხმარებლებს გაახარებთ, რადგან მათ უკვე აქვთ საშუალება, საკუთარ ტელევიზორში ხანის აკადემიის აპლიკაციის საშუალებით საინტერესო ლექციები ქართულად მოისმინონ“, – განაცხადა მაგთიკომის კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ დავითაშვილმა.

იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს ხანის აკადემიის აპლიკაციით, საჭიროა მაგთის IP ტელევიზიის მიმღები მოწყობილობის გადატვირთვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100