„და ჩვენ ვიცეკვეთ“ მონაწილის მშობელი: ჩემი 10 წლის შვილი მოტყუებით გადაიღეს

რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვანის მამა ზურაბ ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მისი ათი წლის შვილი მოტყუებით გადაიღეს. იგი მოითხოვს, ფილმიდან იმ სცენის ამოღებას, სადაც მისი შვილი ფიგურირებს და ასევე მოუწოდებს სამართალდამცველებს დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვები გადაღებაზე მოტყუებით წაიყვანა.

„მოვიდნენ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ბავშვების წასაყვანად. მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ იყო ქართული ტრადიციული ფილმის გადაღებები. ეჭვსაც ვერ შევიტანდით, რომ ამ ფილმში იყო ასეთი სცენები. ფილმი შარშან გადაიღეს და ბავშვი 10 წლის იყო. ჩემი მეუღლეც ახლდა გადაღებებზე, თუმცა არ იცოდა, რას იღებდნენ. სარჩელი შემაქვს სამართალდამცავ უწყებაში და მოვითხოვ, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოტყუებით წაიყვანა ბავშვები. ასევე ვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვანები მონაწილეობენ“, განაცხადა ზურაბ ღვინიაშვილმა.

არასრულწლოვანის მამასთან ერთად დღეს პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მოითხოვა.

ბრეგაძის თქმით, პროკურატურისთვის მიმართვის პარალელურად, განცხადების გაგზავნას გეგმავენ ოსკარების აკადემიაში, რათა ფილმი, ბავშვთა ტრეფიკინგის მოტივით, ნომინანტთა სიიდან ამოიღონ.

კომენტარი