ქუთაისში მგზავრებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისის შემოვლით გზაზე, წუხელ გვიან ღამით, კომპანია "მეტროს" ბათუმი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა.

შემთხვევის დროს ავტობუსში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაცია მალე მოხდა. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო.

კომენტარი