გიორგი კეკელიძე: აქციის დაშლისას დაშავებულებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღიაა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლისას დაზიანებულებისათვის ან მათვის, ვისაც თავის შეფარება სურს ბიბლიოთეკის კარი ღიაა:

"აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის."

კომენტარი