სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქციის დარბევის დროს სამართალდამცველებმა ზურა ჯაფარიძე დააკავეს

"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე აქციის დარბევის დროს სამართალდამცველებმა დააკავეს - აღნიშნულ ინფორმაციას "გირჩის" წევრი ლევან ჯგერენაია დრონი.ჯისთან საუბარში ადასტურებს.

ლევანის განცხადებით, ჯაფარიძის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ჰყავთ "გირჩის" კიდევ ერთი წევრი იმედა კლდიაშვილი.

"ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ ჯაფარა დააკავეს და ამ პროცესს ჩვენებიც შეესწრნენ. ამბობენ, რომ სამმართველოში გადაიყვანეს, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. ასევე დაკავებულია ჩვენი წევრი იმედა კლდიაშვილიც" - აღნიშნა ჯგერენაიამ დრონი.ჯი-სთან საუბარში.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მშვიდოიბიანი საპროტესტო აქციის დარბევისას სამართალდამცველებმა ათობით მომიტინგე დააკავეს, თუმცა ზუსტად ვინ არიან დაკავებულები, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100