სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმაური იყო წყალტუბოში ცოტნე ზურაბიანის სადეპუტატო ბიუროსთან

ხმაური იყო წყალტუბოში მერიასა და მაჟორიტარი დეპუტატის, ცოტნე ზურაბიანის ბიუროსთან. ოპოზიციონერები ბიუროს პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის სევერიონ გორდულაძის თქმით, ისინი ბიუროს პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა ხელისუფლებამ მათ მხარდამჭერები, მერიის თანამშრომლები და პოლიციელები დაახვედრა, რომლებმაც თავად მოახდიენს ოპოზიციონერების პიკეტირება, რასაც დაპირისპირება მოყვა.

გორდულაძის თქმით, პროვოკაციას მაჟოროტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი ხელმძღვანელობდა.

ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საკრებულოს დ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. მათი თქმით, ოფისს სიმბოლურად მაინც დააბოქლომებენ.

ბრალდებას არ ადასტურებს ცოტნე ზურაბიანი. მისი თქმით, მოქალაქეები ბიუროში საქმისთვის მივიდნენ და ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებით ცდილობს ბიუროს მუშაობა შეაფერხოს. მისივე თქმით, ცუდია, ოპოზიციამ ვარდებით რომ დაიწყო და ბოქლომებით დაასრულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100