სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცაგერში, პოლიციელების მიერ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

სისხლიანი გარჩევა მოხდა ცაგერში - პოლიციელებმა, რომლებიც მეგობრები იყვნენ, ერთმანეთი დახოცეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება სამართალდამცველებს შორის.

ერთ-ერთი დაღუპული პოლიციელის ნათესავის თქმ​ით, ისინი მეგობრობდნენ და აქამდე რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონიათ:

"როგორც ამბობენ ერთმანეთში მოუვიდათ შელაპარაკება, ორივე პოლიციელები არიან, მეგობრები არიან დიდი ხნის" - აცხადებს ერთ-ერთი დაღუპული პოლიციელის ნათესავი.

რაც შეეხება კარლო კოპალიანთან ნათესაურ კავშირს, მისი თქმით, დაღუპული დეპუტატის ძმის შვილის ქმარია.

შემთხვევის ადგილას მისულ ექიმებს ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა. მესამე დაჭრილი ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ცაგერის საავადმყოფოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ პირს, რომელიც საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ფერდის, იღლიის და ბარძაყის არეში.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100