მხუთავი აირის დაგროვების შედეგად გარდაიცვალა 32 წლის ქალი, მისი 22 წლის ძმა კი მართვით სუნთქვაზეა

ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაშია მისი 22 წლის ძმაც, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბინა 6 თვის წინ იყო შემოწმებული, რა დროსაც ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებური დაერთების გამო შეუწყვიტეს.

კომენტარი