სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი მასშტაბური კამპანია სათამაშო ბიზნესში - „ევროპაბეთი“ „პასუხისმგებლიანი თამაშის“ პროექტს იწყებს

პასუხისმგებლიანი თამაში სიამოვნებისთვის - დღეს „ევროპაბეთმა“ 2019 წლის დეკემბრიდან სათამაშო ბიზნესში საქართველოს ბაზრისთვის უპრეცედენტო პროექტი დააანონსა.

„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა, ესენია:

პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში

პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ

პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის სრულიად ურისკო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ყოველდღიური გართობის საშუალებად მიიჩნევს, მაინც არის მოთამაშეთა მცირე რაოდენობა, ვისთვისაც თამაში შეიძლება პრობლემური გახდეს“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ.

„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია მოიცავს ისეთ მასშტაბურ და კომპლექსურ მიდგომებს, როგორებიცაა რეალობის შემოწმების შეტყობინება, თვითშეფასების ტესტი, მოთამაშის რჩევები, 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის, გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია და ა.შ. გარდა ამისა, 2019 წლის დეკემბრიდან მთელი 2020 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეიზღუდება „ევროპაბეთის“ რეკლამები ბილბორდებზე, ტელევიზიაში, რადიოსა და ინტერნეტში.

საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონი ლარს დახარჯავს.

„ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ გაიყიდა. ამჟამად კომპანია შვედური BETSSON-ის საკუთრებაშია, რომელმაც შესყიდვის დღიდანვე დაიწყო „ევროპაბეთში“ საქართველოს ბაზრისთვის ახალი და მასშტაბური „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფციის დანერგვა.

„ევროპაბეთის“ 2019 წლის სარეკლამო კამპანიის ძირითადი მესიჯი, რომელსაც კომპანიის ბრენდ ამბასადორი, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო აჟღერებდა, სწორედ „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფციის პირველი ნაწილი იყო.

„ევროპაბეთი“ გლობალური ჯგუფის წევრია, რომელიც ლეგალურად არის წარმოდგენილი მსოფლიოს 10 ქვეყანაში 17 ბრენდით. სხვა ბენეფიტებთან ერთად, გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს.

„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია დიდი ხანია, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გემბლინგ-კომპანიების უმეტესობამ წარმატებით დანერგა სათამაშო ბაზარზე.

„ევროპაბეთი“ ამ ახალ, სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას 2019 წლის დეკემბერშივე იწყებს და ეტაპობრივად განახორციელებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე, კომპანია ყოველი კვარტალის ბოლოს წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც 100%-ით გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება, ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ ინიციატივას.

ვიდეოს ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=AOyEt_7frEw

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100