სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე გაიტაცეს

საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე გაიტაცეს ოკუპანტებმა. მათგან ერთი არასრულწლოვანი მალევე გაათავისუფლეს, ხოლო 3 მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.

გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

გატაცებულები კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის სოფლების ბოჟამისა და ლამისყანას მკვიდრები არიან.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100