სამართალდამცველებმა პარლამენტთან კიდევ 2 ადამიანი დააკავეს

პარლამენტის უკანა შესასავლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა კიდევ 2 ადამიანი დააკავეს.

როგორც ჟურნალისტებს „ლელოს“ წევრებმა განუცხადეს, მათთვისაც უცნობია თუ რა მიზეზით აკავებენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს.

"ლელოს“ წევრები პარლამენტში შესვლას და კომიტეტზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარი