სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ზუგდიდის სოფელ ნაცატუში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუთქვაზე იმყოფება.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. აღენიშნება თავის ტვინის დიფუზური დაზიანება. იმყოფება კომაში და მართვით სუნთქვაზე“, - აცხადებენ საავადმყოფოში.

შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100