მსოფლიო მედიცინა შეძრულია: 23 წლის გოგო რამდენიმე თვეში დედაბერს დაემსგავსა

26 წლის ვიეტნამელი ჰგუენ თხი ფუონგი ზღვის პროდუქტების ალერგიისგან იტანჯებოდა, ხოლო 2008 წელს, მისი თქმით, „აფთიაქში რაღაც წამალი“ იყიდა, რომელსაც, ინსტრუქციის თანახმად, ალერგიისგან უნდა განეკურნა, მაგრამ საშინელება მოხდა: 23 წლის ულამაზესი გოგონა პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე თვეში ხანშიშესულ დედაბერს დაემსგავსა, – ეს შოკისმომგვრელი ცნობა ვიეტნამელი გოგონას ფოტოებთან ერთად The Daily Mail–მა გაავრცელა. ამ სტატიის მთავარ ფოტოზე ფუონგი 26 წლისაა, სტატიის ბოლოს თანდართული ფოტო კი სამი წლის წინ, 23 წლის ასაკშია გადაღებული...

„პრეპარატის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ მე სულ უფრო იშვიათად მექავებოდა, მაგრამ კანი მაინც აქერცლილი მრჩებოდა. შემდეგ ტრადიციულ მედიცინაზე გადავედი. სხვა არაფერი მიმიღია“, – მოჰყავს გოგონას ციტატა The Daily Mail–ს.

პრეპარატის მოქმედების შედეგად კი, როგორც ფუონგი ამბობს, მისი კანი სახეზე, მუცელსა და მკერდზე უმოკლეს დროში დაბერდა. „წამიკითხავს, რომ ასე ემართებათ ქალებს, რომლებიც რამდენჯერმე ზედიზედ იმშობიარებენ, მე კი შვილი არასდროს მყოლია“, – ამბობს ვიეტნამელი გოგონა–დედაბერი. მისი თქმით, კანის დაბერება არ ასახულა მენსტრუალურ ციკლზე და არანაირი ცვლილება არ გამოუწვევია თმებსა და კბილებზე.

მედიკოსები ჯერჯერობით მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ და მსოფლიო მედიცინის პრაქტიკაში ამ მეტად უცნაურ შემთხვევას ვერაფრით ხსნიან. მომხდარის გამო შოკში არიან არამარტო ვიეტნამელი და აზიის ქვეყნების, არამედ ამერიკელი და ევროპელი ექიმებიც, რომლებსაც გოგონას ადრინდელი და ახლანდელი ფოტოები გაუგზავნეს. ჯერჯერობით ექიმებს მხოლოდ ერთი ვერსია აქვთ, ისიც, ვარაუდის დონეზე: მომხდარში, შესაძლოა, „დამნაშავე“ იყოს ტრადიციული პრეპარატები, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს შეიცავენ. ამ ჰორმონებს შეუძლიათ გამოიწვიონ კანის იშვიათი დაავადება მასტოციტოზი. მასტოციტოზი „ქრონიკული დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ასევე შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. დაავადებას საფუძვლად უდევს პოხიერი უჯრედების აკუმულაციითა და პროლიფერაციით განპირობებული პათოლოგიური პროცესები (“ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005)“.

თუმცა, ექიმების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვიეტნამელი გოგონას ეს დაავადება არც ამ სახის ქრონიკული დაავადების სიმპტომებში ჯდება. დერმატოლოგები არ გამორიცხავენ, რომ გოგონა, შესაძლოა, ისეთი დაავადებით იყოს დასნებოვნებული, რომელიც ჯერაც უცნობია თანამედროვე მედიცინისთვის.

კომენტარი