სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"11 წლის ბავშვი აიყვანეს დაკითხვის ოთახში, მშობლების გარეშე" - ნახეთ, რა მოხდა გლდანის "სითი მოლში?"

სოციალურ ქსელში, ჯგუფ "სასოწარკვეთილ მომხმარებლებში" ერთ-ერთი წევრი 11 ბავშვის შესახებ პოსტს წერს, რომელშიც ძალიან უხეშ კანონდარღვევაზე საუბრობს. დრონი.ჯი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"აი, ძალიან ძალიან გაბრაზებული ვარ. დღეს ჩემი ახლობლის 11 წლის ბავშვი მიდიოდა გლდანის "სითი მოლის" მაკდონალდში პატარა სკეიდბორდით. ვიღაცა დაეჯახა, ბავშვი სკეიდიდან გადმოვარდა და ეს სკეიდი დაეჯახა "სითი მოლის" შესასვლელ კარს და კარი გაიბზარა. ამ დროს გამოვიდა დაცვა და ეს 11 წლის ბავშვი დააკავა და აიყვანა სადღაც ოთახში, ყველანაირი მშობლის გარეშე. სანამ მშობელი მივიდა, დატოვეს მარტო იმ ოთახში. ბავშვმა ძალიან ინერვიულა, ეგონა იყო ჩაკეტილი და ტიროდა. მშობლებს მოთხოვეს 500 ლარი ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ. გასაგებია, რომ დაზიანდა კერძო საკუთრება, მაგრამ 11 წლის ბავშვის მარტო აყვანა სადღაც და იქ მარტო დატოვება ეგ არის იურიდიულად სწორი? ბავშვი ეხლა სტრესშია. ოჯახს არ აქვს საშუალება და ამაზე ცალკე ნერვიულობს.
გავაგრძელებ პოსტს, რომ უფრო მეტად გარკვეული იყოს. "სითი მოლის" ადმინისტრაციამ და დაცვამ მშობლებს ხელმოწერა დაატოვებინა, რომ ისინი ამ თანხას გადაიხდიდნენ. როცა მშობელმა უთხრა, რომ მამა უმუშევარია და არ ჰქონდათ ამისი საშუალება, პასუხად მიიღეს, რომ გამოუძახებდნენ პატრულს, საქმეს აღძრავდნენ და გადასცემდნენ სასამართლოს. ეს ნორმალურია?" - წერს მომხმარებელი ფეისბუკის ჯგუფში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100