სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩაქვში, მტირალას პარკთან ავტომობილი ხევში გადავარდა - დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 2 სკოლის მოსწავლე

მტირალას პარკთან საზარეი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ტრაგედიას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 2 სკოლის მოსწავლეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და ხევში გადავარდა.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოყვანილია და მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.

მტირალას პარკთან მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100