სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 წლის ბიჭი სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა

რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი სახლში დედამ იპოვა.

მოზარდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლობდა.

სკოლამ მოსწავლის ძებნა მაშინ დაიწყო, როცა გაკვეთილებზე აღარ გამოცხადდა.

“მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ტყუპის ცალი ჰყავს და მასთან ერთად სწავლობდა. პრობლემას ადგილი არ ჰქონია, ბავშვი ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში, იყო მხიარული, სოციალური, კომუნიკაბელური, ყველა აქტივობაში ჩართული და ძალიან აქტიური საგაკვეთილო პროცესზეც. ყველანაირად ადეკვატური იყო მისი ქმედებები. ახსნას ნამდვილად ვერ ვუძებნით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშიდა რაც მოხდა. ძალიან გაოცებულები ვართ ამ ფაქტის გამო”, – აცხადებს სკოლის დირექტორი, ირინა მელქაძე “ინფო რუსთავთან.”

რა გახდა ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: inforustavi.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100