ფიზიკური დაპირისპირება თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - დაშავებულია ერთი მოსწავლე

მე-11 სკოლაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა. როგორც ცნობილია დაპირისპირება უფროსკლასელებს შორის სპორტის გაკვეთილზე ბურთის გამო დაიწყო.

როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, მოსწავლემ დაზიანება ძირს დავარდნის შედეგად მიიღო, რასაც სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟი, გამოძიება 126 მუხლით მიმდინარეობს რაც ძალადობას ითვალისწინებს.

კომენტარი