სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფართო ფორმატის ფილები თანამედროვე ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად

2019 წელს ძალიან ტრენდული და მოთხოვნადი იყო ერთის მხრივ, მცირე ფორმატის და მეორეს მხრივ, ფართო ფორმატის ფილები, ეს ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდება. დიდი ფორმატის ფილები იდეალურია თანამედროვე და მინიმალისტური ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად. ასეთი ფილები აქტიურად გამოიყენება როგორც იატაკის, ასევე, კედლის, აუზისა და მაგიდის დეკორისთვისაც.

გაინტერესებთ, რატომ უნდა აირჩიოთ ფართო ფორმატის ფილები? ამის გასარკვევად, პრემიუმ კლასის შოურუმის „ლუსონის“ ინტერიერის დიზაინერს გავესაუბრეთ

- რა უპირატესობები აქვს დიდი ფორმატის ფილების გამოყენებას?

- დიდი ფორმატის ფილების გამოყენებას ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, პირველ რიგში, ტექნიკური თვალსაზრისით, დიდი ფორატის ფილების გამოყენებისას მინიმუმამდე მცირდება გადაბმების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს სწორი და გლუვი ზედაპირის შექმნას. ამასთან ერთად ძალიან მარტივად მოსავლელია.

ასევე, თუ თქვენი სახლი მცირე ზომისაა, დიდი ფორმატის ფილების საშუალებით შეგიძლიათ სივრცე კიდევ უფრო დიდი გამოაჩინოთ, განსაკუთრებით თუ ღია ფერის ფილას გამოიყენებთ.

- ტექნიკური თვალსაზრისით რა დროს სჭირდება მსგავსი ფილების დაგებას?

- რა თქმა უნდა, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, რადგან ეს დამოკიდებულია ოთახის ფართობზე და რამდენად სწრაფად მუშაობს ხელოსანი. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ფორმატის ფილების დაგებას, ტექნიკური თვალსაზრისით, ბევრად ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე მცირე ფორმატის ფილებს. მთავარია, შეარჩიოთ პროფესიონალი ხელოსანი, რომელმაც იცის მსგავსი ფორმატის ფილების დაგება და წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ზედმიწევნით შეასრულებს, მოასწორებს ზედაპირს ფილების დასაგებად, სწორად გათვლის რა რაოდენობის ფილა გჭირდებათ და საჭიროების შემთხვევაში ზუსტად გაჭრის ფილას.

უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არც ისე ბევრი ხელოსანია, ვისაც ამ ტიპის ფილების პროფესიონალურად დაგება შეუძლია. შოურუმი „ლუსონი“ თანამშრომლობს სხვადასხვა ხელოსნებთან, რომელთაც ძალიან მაღალ დონეზე აქვთ შესწავლილი დიდი ფორმატის ფილების დაგება. ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის ვთავაზობთ მათ მომსახურებას და დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად პროფესიონალურ მომსახურებას გაუწევენ. ასევე, ყოველთვის ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ხელოსანი გადავამზადოთ ამ კუთხით. ახლაც, იანვრის თვეში დაგეგმილი გვაქვს დიდი ფორმატის ფილების დაგების ტრენინგი ხელოსნებისათვის, რომელსაც პრემიუმ ბრენდის „Kutahya“ წარმომადგენლები ჩაატარებენ. როგორც იცით, „Kutahya“ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს ევროპული ხარისხის ნებისმიერი ზომის ფილებს. ტრენინგი „ლუსონის“ შოურუმში გაიმართება.

- რამდენად აქტიურად იყენებენ საქართველოში დიდი ფორმატის ფილებს?

- ქართველი დიზაინერები ძალიან აქტიურად იყენებენ დიდი ფორმატის ფილებს. შოურუმ „ლუსონში“ ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს პრემიუმ ხარისხისა და საშუალო სეგმენტზე გათვლილი კერამიკული ფილების. ექსკლუზიურად ჩვენთანაა წარმოდგენილი „Kutahya“ პრემიუმ ხარისხის ფართო ფორმატის ფილები, ასევე, სხვადასხვა ევროპული ბრენდების ფილებიც.

შოურუმში წარმოდგენილი ფილების გარდა ჩვენს მომხმარებლებს კატალოგიდანაც შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი დიზაინის ფილები და მათ შეკვეთებს ყველაზე სწრაფად, მაქსიმუმ 14 დღეში ჩამოვუტანთ და მივუტანთ მისამართზე.

შოურუმში მოსულ მომხმარებლებს ინდივიდუალურად ემსახურებიან ჩვენი გაყიდვების მენეჯერები. ვუწევთ რეკომენდაციას ფილებისა და სხვა პროდუქტის შერჩევის პროცესში. ფილების შეძენის შემთხვევაში კი საჩუქრად ინტერიერის 3D დიზაინს გადავცემთ.

- სად შეგვიძლია დიდი ფორმატის ფილების გამოყენება?

- დიდი ფორმატის ფილების გამოყენება სხვადასხვა ზედაპირზე შეგიძლიათ, სააბაზანოში, სამზარეულოში, მისაღებ ოთახში, სასადილო ოთახში, ვერანდაზე, ექსტერიერში და ა.შ. რაც მთავარია, მისი გამოყენება იატაკზეც შეგიძლიათ და კედელზეც. დიდი ფორმატის ფილები შეგიძლიათ დეორაციადაც გამოიყენოთ რომელიმე კედლის ინტერიერში. ასევე, ძალიან აქტიურად იყენებენ მაგიდის ზედაპირისთვისაც. სასადილო, სამუშაო ან სამზარეულოს მაგიდებისთვის. „ლუსონში“ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ საკუთარი თვალით ნახონ როგორ გამოიყურება ეს ფილები სხვადასხვა სტილის ინტერიერში, რაც ძალიან ეხმარებათ მომხმარებლებს ფილის ვიზუალის აღქმაში და ბევრად უფრო მარტივად იღებენ გადაწყვეტილებას.

- როგორც გვითხარით დიდი ფორმატის ფილები სივრცეს კიდევ უფრო ადიდებს, რითია გამოწვეული ეს?

დიდი ფორმატის ფილებს აქვს ნაკლები გადაბმები, რაც იატაკის ერთიანობას ქმნის და ბევრად უფრო დიდად აღვიქვამთ სივრცეს. როდესაც თვალი ხედავს დიდი ზომის ფილას, ტვინი ავტომატურად დიდ სივრცეს აღიქვამს. ასევე, დიდი ფორმატის ფილებში ფერთა გადასვლა ძალიან დაბალანსებულია რაც უფრო მეტად გვიქმნის ერთიანობის და სიმშვიდის შეგრძნებას, ვიდრე პატარა ფილები.

ინტერიერში ტრენდული დიდი ფორმატის ფილების გამოყენება ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს, სახლის მეპატრონეებს თამამად შეუძლიათ იამაყონ საკუთარი სახლის ინტერიერით. დიდი ფორმატის ფილები განსაკუთრებით მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც მინიმალისტური და თანამედროვე სტილი მოსწონს, მისი განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს რომ, სისადავესთან ერთად ამ ფილების გამოყენებით ძალიან დასამახსოვრებელი ინტერიერი შეგიძლიათ შექმნათ.

ასე, რომ თუ დიდი ფორმატის ფილების შეძენას გადაწყვეტთ აუცილებლად ეწვიეთ შოურუმ „ლუსონს“ აკაკი ბაქრაძის 23 ნომერში, მიიღეთ კვალიფიციური მომსახურება და პრემიუმ ხარისხის პროდუქცია ერთ სივრცეში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100