სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეგობარი გადმოვარდა მე-6 სართულიდან, აქვს სისხლდენა და ვერანაირად ვერ ვშოულობთ პირველი უარყოფითი სისსხლის ჯგუფის მატარებლებს...ძალიან გთხოვთ და გემუდარებით გაავრცელეთ"

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბიჭის მეგობრები დახმარებას ითხოვენ:


"ხალხნო ძალიან ცუდ სიტუაციში ვართ. ჩემი ბავშვობის მეგობარი გადმოვარდა 6 სართულიდან და სხეულის 65% აქვს დამსხვრეული. აქვს სისხლდენა და ვერანაირად ვერ ვშოულობთ დონორებს რომლებიც პირველი უარყოფითი სისსხლის ჯგუფის მატარებლები არიან . ძალიან გთხოვთ და გემუდარებით გაავრცელეთ რამენაირად ეს ინფორმაცია რომ ადამიანს რამე ვუშველოთ და გვერდში დავუდგეთ. ხვალ დილით იკეთებს პირველ ოპერაციას და სისსხლის მარაგი საერთოდ არ გვაქვს . გვჭირდება ისეთი კარგი ადამიანები რომლებსაც ბოლო 1 2 თვის განმავლობაში არანაირი ვირუსი არგადაუტანია , არაქვს ტატუ საერთოდ ან აქვს და რამოდენიმე წლის წინანდელი . 55 კილოზე ზემოთ ჯანმრთელო ადამიანებო თუ კი ხართ გთხოვთ რომ მოგვეხმაროთ ... 558129717" - წერს დაშავებულის მეგობარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100