სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში დასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში დასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი სამართალდამცავებს შემთხვევის შემდეგ თავად ჩაბარდა.

სანდასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, მძღოლი ქვეითს დაეჯახა, თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა ვიდეო კამერების ჩანაწერებში დაზუსტებით არ ჩანს.

შემთხვევა ბათუმში დილის 7 საათზე მოხდა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100