სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობის მცდელობა ვარკეთილში - ახალგაზრდა ქალი მამაკაცმა ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ყელის არეში დანით ყოფილმა ქმარმა მიაყენა.

დაშავებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალულია.

თვითმხილველები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე საუბრობენ. ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები მისმა მეუღლემ მიაყენა, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ ქალს უცხო მამაკაცი აედევნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100