მესტიაში, თეთნულდზე უკრაინელ ტურისტს ეძებენ

მესტიაში, თეთნულდზე უკრაინელ ტურისტს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის მაშინ დაიკარგა, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა.

როგორც თეთნულდის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ტურისტის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მათთან გუშინ შევიდა და მას შემდეგ დაიწყო სამძებრო ღონისძიებები.

გუშინ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ ჩეხი ტურისტი მოჰყვა. მისი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს.

კომენტარი