სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელ დედას 115 კილოგრამიან პირვეკლასელ შვილს ჩამოართმევენ

სამხრეთ კაროლინაში მცხოვრები ჯასტინ პეინტერი ჯერ სულ რაღაც 7 წლისაა, მაგრამ მისი ტანსაცმლის ზომები უკვე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი, ზრდასრული მამაკაცის სამოსი.

დედამისი ჯოისი ამბობს, რომ როცა პირველად შენიშნა შვილს სიმსუქნისკენ მიდრეკილება, ის სამი წლის იყო. ოთხი წლის განმავლობაში ჯოისმა და ჯასტინმა უამრავ ექიმს მიაკითხეს, მაგრამ პრობლემის გასაღებს ვერავინ მიაგნო.

დედა ამბობს, რომ დიეტაც სცადეს: სამჯერად კვებაზე გადაყვანით და ცომეულისა და ხორცის გარეშე, ფიზიკური დატვირთვის თანხლებით, მაგრამ ამაოდ - ჯასტინი წონაში იმატებდა და იმატებდა. რამდენიმე დღის წინ ჯოისს და ჯასტინს სოციალური სამსახურის მუშაკებმა მიაკითხეს, რომლებმაც შეტყობინება რიგითი მოქალაქეებისგან მიიღეს - მათგან, ვინც ბავშვის წონის მომატებას დედის უყურადღებობის ბრალად მიიჩნევენ.

სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა ბავშვის დედას ორი თვის ვადა მისცეს და უთხრეს, რომ თუ ამ ხნის განმავლობაში ჯასტინი წონაში კლებას არ დაიწყებდა, ბავშვს მშობელს ჩამოართმევდნენ.

ჯასტინის დედა აპროტესტებს: „რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. მოვიდნენ ჩემთან სახლში ნებისმიერ დღეს და მაცივარში შეიხედონ, თუ იქ რამე ისეთი ნახეს, რაც არ უნდა იყოს, მირჩიონ და გადავაგდებ“, - ამბობს ბავშვის დედა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100