სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრეისერ „ავრორაზე“ მეკობრეთა ალამი ააფრიალეს (ვიდეო)

სულ რამდენიმე საათის წინ კრეისერ „ავრორას“ ბორტზე რვა ადამიანმა შეაღწია. ხუთი მათგანი კრეისერ-მუზეუმის თანამშრომლებმა დააკავეს, სამი კი, რომელთა შორის ერთი გოგონა იყო, „ავრორას“ ანძაზე აძვრა და იქ „მხიარული როჯერი“ ააფრიალა. მათ ჩამოსაყვანად მაშველების გამოძახება გახდა საჭირო, რომლებმაც ახალგაზრდები ანძიდან ჩამოიყვანეს.

როცა რუსი ახალგაზრდები ხომალდიდან გამოჰყავდათ, მათი მომხრეები, რომლებიც კრეისერთან იყვნენ შეკრებილნი, ხმამაღლა სკანდირებდნენ: „თავისუფლება! თავისუფლება!“

დაკავებულებს ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა წაუყენეს. აქციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ორმა, სანკტ-პეტერბურგში მოქმედმა ორგანიზაციამ აიღო: "Народная доля" და "Еда вместо бомб". აქტივისტებმა განაცხადეს, რომ „მხიარული როჯერი“ „ავრორაზე“ რუსეთში არსებული სიღატაკისადმი პროტესტის ნიშნად ააფრიალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100