სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

The Daily Mail: 11 წლის მოზარდთა ჯგუფი 12 წლის გოგონაზე სკოლის ჭიშკართან ძალადობდა

დღეს გაზეთმა The Daily Mail სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია, როგორ აუპატიურებდა 11 წლის მოზარდთა ჯგუფი დღისით-მზისით, ბრიტანეთის ქალაქ კემბერველში სკოლის ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს, კუთხეში მიმწყვდეულ 12 წლის გოგონას. გაზეთი არ ასახელებს დაზარალებული მოზარდის ვინაობას, თუმცა, მოჰყავს მისი სიტყვები, რომ ძალადობის სცენას ამჩნევდნენ გამვლელები, რომლებსაც არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ და არც მიშველება უცდიათ. მოგვიანებით ქუჩაში გოგონას თანაკლასელმა ბიჭმა გაიარა, ნახა რაც ხდებოდა და მოძალადეებს ქვები დაუშინა, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, მოძალადეები გაიფანტნენ. აკანკალებული გოგონა სკოლის ეზოდან კლასელმა გამოიყვანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100