ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთმა ფერადკანიანმა მაცხოვრებელმა დაწერა, რომ ეშინოდა ქუჩაში გამოსვლის და ნახეთ, რა გააკეთა სამეზობლომ

ჯორჯ ფლოიდის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ქალაქის ერთ – ერთმა მცხოვრებმა, ფერადკანიანმა შონ დროგმულმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ გარეთ გამოსვლის ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ ქუჩაში შესაძლოა მასაც გაუსწორდეს პოლიციელი უკანონოდ და სახლში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდეს.
ამ წერილის შემდეგ ნეშვილის საზოგადოება, შონის სამეზობლო შეიკრიბა და დროგმულთან ერთად გავიდა სასეირნოდ.

"მე მეშინოდა მარტო სიარული, მაგრამ ახლა შეხედეთ, ვინ მიმაგრებს ზურგს და ვინ დგას ჩემს უკან" - წერს შონი ფოტოზე.

ფლოიდის სიკვდილის ამსახველი ვიდეო შემაძრწუნებელია. იგი ასახავს იმგვარ ინციდენტის, რომელიც პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამშაბათს მინეაპოლისში ათასობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს ვირუსის საწინააღმდეგო ნიღაბი ეკეთა, არ შეუშინდა პანდემიას, რომ გამოეხატა პროტესტი ზუსტად იქ, სადაც ფლოიდი მოკვდა. ახლომდებარე პოლიციის განყოფილების წინ მანქანებს ქვები დაუშინეს. პასუხად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ვიდეოს გამოქვეყნებიდან 24 საათში მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტმა დაითხოვა პოლიციელი, რომელიც ფლოიდის კისერზე მუხლებით იდგა, ასევე ინციდენტის დროს იქვე მყოფი კიდევ სამი თანამშრომელი.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი