სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ხაზარაძე - "ჩვენი პოზიცია უცვლელია, 30 ოლქში ვამზადებთ ჩვენს მაჟორიტარებს წარსადგენად"

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით მათი პოზიცია უცვლელია. "ლელო" აპირებს 30 ოლქში თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინოს.

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი პირველივე დღიდან. 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს მაჟორიტარს. თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატს, ჯამში 30 მაჟორიტარობის კანდიდატს.

ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ როგორც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს.

საბოლოოდ ჩვენ კიდევ შევაფასებთ არსებულ ვითარებას, შესაძლებელია გვქონდეს კიდევ კონსულტაცია ოპოზიციასთან, იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება და ამ ფორმულას დავექვემდებარებით, მაგრამ დღეს 30-ვე მაჟორიტარის მზადებაში ვართ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100