ფაქტების უარყოფა და სიჯიუტე, როგორც სენი „ქართულ ოცნებაში“ და საფრთხე ქვეყნისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა, საქართველოსთვის დაფინანსების შემცირების კანონპროექტის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებისთვის დამატებითი განმარტება გააკეთა. თემას „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება.

"ხელისუფლების ე.წ სპიკერები ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ერთი მხრივ, უარყოფენ, მეორე მხრივ, იმეორებენ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გამოთქმული შეშფოთება არის უსაფუძვლო. ამ ტიპის პოზიცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლება არანაირი ცვლილების განხორციელებას არ აპირებს და ქვეყანას უზარმაზარი საფრთხის წინაშე აყენებს: საქართველო ვერ მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ჰაერივით სჭირდება“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. „ლელოს საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, „ახლა მთავარია, ხელისუფლებას არ მივცეთ უფლება, რომ ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი მავნებლური მოქმედებები გააგრძელოს. ოქტომბერში კი "ქართული ოცნება" დამარცხდება".

კომენტარი