გაუგონარი სისასტიკე სკოლაში და პირველი კომენტარი ვიდეოზე: „Угадай страну по видеоролику“

მოსკოვის ერთ–ერთ საშუალო სკოლაში შესვენების დროს დერეფანში მომხდარი სისასტიკე ერთ–ერთმა მოსწავლემ მობილურით გადაიღო და ინტერნეტში განათავსა. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე რუსულმა ტელეარხმა სიუჟეტიც მოამზადა, სადაც ითქვა, რომ კადრები სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი გახდა.

კადრებში ჩანს, როგორ სასტიკად სცემს დაახლოებით 15 წლის გოგონა უნარშეზღუდულ თანატოლს, რომელსაც ცალი ქვედა კიდური აქვს მოკვეთილი. ის ეცემა, მაგრამ ისევ დგება და ცდილობს, აგრესიას აგრესიითვე უპასუხოს, თუმცა, უძლურია და ისევ იატაკზე ეცემა. კადრში ისიც ჩანს, როგორ დაუდევრად ესვრის მას ყავარჯენს ერთ–ერთი თანატოლი.

ჩხუბის შემსწრე არცერთ მოზარდს არ უჩნდება არათუ უნარშეზღუდულის დახმარების, გაშველების სურვილიც კი. გოგონაზე ძალადობა დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში გრძელდება. გოგონა, ვისაც ურტყამდნენ, შველას ითხოვდა, მაგრამ არც თანატოლები და არც უფროსები მას არ მიშველებიან.

ორი კომენტარი ინტერნეტში განთავსებულ ვიდეოზე:

Угадай страну по видеоролику;

„Деды наши думали, что воевали с фашизмом. А оказывается, фашистов мы спасали. И теперь эти иудо-фашисты оккупировали в нашей стране власть.“

კომენტარი