სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პატარა სტუმრად იყო ორი დღით ჩამოსული კახეთიდან. ექვსი წლის წინ, მისი მშობლებიც ავტოავარიაში დაიღუპნენ" - მახინჯაურში ავარიისას გარდაცვლილი ბავშვის სულისშემძვრელი ისტორია

გუშინ ღამე ტრაგედია დატრიალდა ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.

დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ტრაგედიას მესხვერპლა 12 წლის ბავშვი, მისი ბებია და ბიცოლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ავარიის დეტალებზე “პრაიმტაიმს” გარდაცვლილების ოჯახის ახლობელი გურამ ბერიძე ესაუბრა.

– ბატონო გურამ, სად მოხდა ავარია?

– შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე მოხდა. ტროტუარზე იდგა 7 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი.

ისინი ბაბუას აცილებდნენ რუსეთში და ზუსტად იმ მომენტში, როცა ხელს უქნევდნენ ქობულეთის მხრიდან, მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაეჯახა მათ.

შემდეგ კი ბოძს და საჭე რომ ვეღარ დაიმორჩილა 30 მეტრით მოტრიალდა. ისეთი ნასვამი იყო მძღოლი მოძრაობა ფაქტიურად არც შეეძლო.

დაიღუპა ბებია, რძალი და შვილიშვილი. ერთი ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება მართვით სუნთქვაზე. ორი ბავშვი გაწერეს.

– ბაბუამ დაინახა ავტოავარია?

– ბაბუას ქუთაისში შევატყობინეთ რაც მოხდა და დაბრუნდა სახლში.

მძღოლი მარტო იჯდა საჭესთან და უკვე დაკავებულია.

– გარდაცვლილი ბავშვი ბებიასთან და ბაბუასთან სტუმრად იყო?

– პატარა სტუმრად იყო ორი დღით ჩამოსული კახეთიდან. ექვსი წლის წინ, მისი მშობლებიც ავტოავარიაში დაიღუპნენ. მცხეთასთან მოხდა ავარია, სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს შეეჯახა, რასაც შვიდი პირის გარდაცვალება მოჰყვა და ორი გუშინ გარდაცვლილი ბავშვის დედ-მამა იყვნენ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100