სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავრობის კანცელარიასთან "ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით საპროტესტო აქცია -“არა პატრიოტთა ოცნებას” გაიმართა.

“ლელოელმა” ახალგაზრდებმა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" მსგავსი პოლიტიკა რუსეთის მიმართ და ამ ორ ძალას შორის ტოლობის ნიშანი დასვეს.

აქციაში მონაწილეობას "ლელოს" ლიდერები სოფიო შამანიდი, დეა მეტრეველი, თაზო დათუნაშვილი, საბა ბუაძე და სხვები იღებდნენ.

შამანიდის თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს პროდასავლური კურსი, დღეს კი გვყავს მთავრობა, რომელმაც ქვეყანა ჭაობში ჩაფლა. თუმცა “ქართული ოცნების” ოცნება არ ასრულდება, რადგან ეს ახალგაზრდები , რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში არიან დაბადებულები, ამას არ დაუშვებენ,”-განაცხადა შამანიდმა.

“ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ქვეყანაში ოკუპანტთან მეგობრობა არ გაუვა არავის, ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებიც მათ ფასეულობებს დავიცავთ,”-ამ სიტყვებით გამოვიდა აქციის მსვლელობის დროს საბა ბუაძე.

“ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდობისთვის შეექმნათ სასათბურე პირობები, ის შეუქმნა ტროლ და მოღალატეობრივ ძალას. ეს ძალა კი” ქართული ოცნებისთვის” კომფორტული "ოპოზიციაა". ეს არის გაყიდული ძალა, რომელსაც არ გააჩნია იდეოლოგია, არ გააჩნია ღირსება და წითელი ხაზები. ის, რაზეც "პატრიოტთა ალიანსი" ლაპარაკობს, არის ისეთივე სიცრუე, რაც არაერთხელ მოგვისმენია "ქართული ოცნებისგან". თითქოს ამ ძალას რაიმე საერთო აქვს აფხაზეთთან.
30 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის პოლიტიკას უთხრა არა, დღეს კი მმართველი გუნდი მის ინტერესებს ატარებს ქვეყანაში. “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს, რასაც არასდროს შეეგუებიან ჩვენი ქვეყნის შვილები" , - განაცხადა საბა ბუაძემ.

აქციაზე იმყოფებოდა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, მისი თმით 30 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის პოლიტიკას უთხრა არა, დღეს კი მმართველი გუნდი მის ინტერესებს ატარებს ქვეყანაში. “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს, რასაც დღესაც არ შეეგუება ახალგაზრდა თაობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100