სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პლანეტის უხუცეს ადამიანად 130 წლის ანტისა ხვიჩავას აღიარება ჭიანურდება

საქართველოში ცხოვრობს ქალი, რომელიც ითვლება მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად. ეს არის წალენჯიხის სოფელ საჩინოს მკვიდრი ანტისა ხვიჩავაა.
საქართველოს ხელისუფლება თავის მტკიცებას ადასტურებს იმითაც, რომ არსებობს დოკუმენტები, რომელშიც ნათლად არის ასახული ამ ქალბატონის ასაკი.

დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით, ქალბატონი 1880 წლის 8 ივლისს დაიბადა და მას გასულ ზაფხულს 130 წელი შეუსრულდა. ანტისა ხვიჩავას უყვარს ნარდის თამაში და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დალევაც - ხანდახან თავს უფლებას აძლევს, 25 გრამი ოჯახის არაყი დალიოს.

საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა მსოფლიოს გინესის რეკორდების რედაქტორებს იმის თაობაზე, რომ ანტისა ხვიჩავასთვის გადაეცათ ოფიციალური დამდასტურებელი სერთიპიკატი, რომლის მიხედვითაც ის აღიარებული იქნებოდა როგორც უხუცესი ადამიანი პლანეტაზე.

დოკუმენტების გადამოწმების შედეგად ანტისა ხვიჩავას წლოვანობა ნამდვილად ჭეშმარიტი გამოდგა. ანტისა ხვიჩავას შესახებ სიუჟეტი „როიტერმაც“ მოამზადა - გადამღებმა ჯგუფმა ის მისსავე სახლში გადაიღო. ანტისა ხვიჩავა, წესით, უნდა აღიარონ როგორც უხუცესი ადამიანი დედამიწის ზურგზე, თუმცა, პროცესი ჭიანურდება. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი უზბეკი ტუტა იუსუპოვაა, რომელიც, უზბეკეთის ხელისუფლების მტკიცებით, 1880 წლის 1 ივლისსაა დაბადებული და ანტისა ხვიჩავაზე ერთი კვირით უფროსი გამოდის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გინესის რეკორდების წიგნში არც იუსუპოვაა შეყვანილი.

კიდევ ერთი დეტალი: ინგლისურენოვან „ვიკიპედიაში“ ანტისა ხვიჩავა შეყვანილია, როგორც „სავარაუდოდ“ ყველაზე ხნიერი ადამიანი დედამიწაზე. რაც შეეხება იუსუპოვას, მასზე არანაირი ჩანაწერი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100