სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ჯაფარიძე - რეფორმების გატარებისთვის აუცილებელია ცოდნა და უნარები

როგორ დააკომპლექტებს “ლელო” პარტიულ პროპორციულ სიას, ამაზე “ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს.

მისი განცხადებით, “ლელო” სიას ისეთი პრინციპით დააკომპლექტებს, როგორც მაჟორიტარების შერჩევისას. ჯაფარიძის თქმით, პარტიის მთავარი მოთხოვნა კომპეტენცია, საქმიანი მახასიათებლები და ბიოგრაფიაა.

“ლელოს” ძირითადი კრიტერიუმი სიის დაკომპლექტების პროცესში, ისევე, როგორც ეს იყო მაჟორიტარული კანდიდატის შერჩევისას, იქნება კომპეტენცია, ბიოგრაფია, საქმიანი მახასიათებლები. ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნება შიდა პარტიული რეიტინგები და ის ცოდნა და უნარები, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისთვის არის აუცილებელი. ჩვენ ყველა სფეროში გვყავს კომპეტენტური და გამორჩეული ადამიანები. პროფესიონალების გუნდი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ძლიერი პარტიული სიით წარვსდგეთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე” - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100