სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაეროს კვლევის მიხედვით, საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია - გიგლა მიქაუტაძე

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც
გაეროს კვლევას გამოეხმაურა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ გამოაქვეყნა კვლევა მოსახლეობაში შიმშილის შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ყველა ცუდი პოზიცია უკავია.

“კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 8.2 % შიმშილობს და ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია უკანასკნელ წლებში. ამავე დროს, იგივე მაჩვენებელი სომხეთში 5-ჯერ შემცირდა და ამჟამად 2.6%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში კი 2.4%-მდე დავიდა. აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ დღევანდელი მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ მათი მთავარი საზრუნავი ადამიანია. მთავრობას, რომელმაც სამჯერ გაზარდა სახელმწიფო ვალი 8 წლის განმავლობაში და ამავე დროს, გააორმაგა შიმშილის დონე ქვეყანაში, არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს, დარჩეს ხელისუფლებაში,”-განაცხადა მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ისტორიაში ვალისა და შიმშილის მთავრობის სახელით შევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100