ლელოს სია უკონკურენტოა, სწორედ ამ ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის რეკონსტრუქცია და უკეთესი მომავლის შექმნა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველ ოცდაათეულს მოსახლეობა ისედაც იცნობს და ამ სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა.

სიაში მეორეა პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. მესამე “ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ხოლო მეოთხე კანდიდატი - ანა ნაცვლიშვილი.„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტიის სია უკონკურენტოა და სწორედ ამ ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის რეკონსტრუქცია და უკეთესი მომავლის შექმნა.

ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სია, რომელიც ცესკოში წარადგინეს, საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანია და ისინი 2020 არჩევნებში გაიმარჯვებენ.„ლელო” საქართველოს პარლამენტში წარსდგება იმდენი დეპუტატით, რამდენიც საჭიროა, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რასაც ასე ძალიან ელოდება საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ ვართ ახალი ძალა, რომელსაც ჰყავს ძლიერი კომპეტენტური და ქვეყანაზე შეყვარებული გუნდი. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა ყველა მიმართულებით, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და გადავაქციოთ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ. ჩვენ ვართ უალტერნატივო გუნდი და ეს დამტკიცდა გუშინ პარტიული სიის წარდგენით, ხოლო მანამდე - „ახალი მარშალის გეგმით“. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს არის რეალისტური პროგრამა. ფაქტია, რომ პოლიტიკური კულტურა ვითარდება და ამომრჩევლის დაკვეთაც არის, რომ იყოს კონსესუსზე დაფუძნებული მმართველობა და პირველი დღიდან ვაცხადებთ, რომ „ლელოს“ ირგვლივ შეიქმნება კოალიცია და ჩვენ ვიქნებით წამყვანი ამ კოალიციაში. საქართველოს წარსულთან არ შევქმნით კოალიციას და ეს უკვე დავასახელეთ არაერთხელ, რადგან ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

კომენტარი