კომპანია სოკარი მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს

21 ოქტომბერს, 11:30 -ზე მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსის საძირკველში კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა. სპორტულ კომპლექსს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია სოკარ ენერჯი ჯორჯია.

კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სოკარის პრეზიდენტმა, ბატონ როვნაგ აბდულაევმა, სოკარის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა - ვაგიფ ალიევმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერმა - ზაურ დარგალმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისათვის, როგორიცაა: კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. სპორტული კომპლექსის მშენებლობა 8 თვეს გასტანს. პროექტის ღირებულება 2,400,000 ლარს შეადგენს.

კომენტარი