"ლელო" დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე „ლელოს“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს.

“ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი, რაც საკმაოდ მძიმე დარღვევაა, რად დროსაც უნდა შეწყვეტილიყო კენჭისყრის უბანი თუმცა კენჭისყრა გაგრძელდა.

ასევე დარღვევა გამოვლინდა ნაძალადევის 55 და 56 უბანზე, სადაც მარკირების ხსნარზე შეიქმნა პრობლემა.

დარღვევა დაფიქსირდა სამტრედიის ოლქის მე-14 უბანზე სადაც „ლელოს“ მხარდამჭერი ელოდებოდა გადასატან ყუთს რათა თავის ხმა დაეფიქსირებინა, ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. რაც არის კანონისა და ამომრჩევლის უფლების უხეში დარღვევა.

კენჭისყრის პროცესი დარღვევით დაიწყო რუსთავის 54-ე უბანზე. კერძოდ დამკვირვებლების დიდი ჯგუფიდან მხოლოდ ორი იყო შესული, დანარჩენ დამკვირვებლებს არ უშვებდნენ. ამ ფაქტზეც დაიწერა საჩივარი.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცესკოსა და მთავრობას მიმართა. როგორც დათუნაშვილმა განმარტა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები არის დემოკრატიული პროცესისთვის დამაზიანებელი.

გურჯაანის 30 საარჩევნო უბანზე დარღვევა გამოვლინდა ორი ადამიანი ერთდროულად იყო ხმის მიცემის კაბინაში შესული, რაზეც ჩვენმა წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, რა დროსაც მას დაატოვებინეს საარჩევნო ოლქი ყოველგვარი პროცედურების დარღვევით, ოქმის დაწერის გარეშე. ეს არის მძიმე დარღვევა და შედეგების გაბათილებას ექვემდებარება,“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოსახლეობას მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. რაც შეეხება მიმდინარე დარღვევებს როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება გამოძიებული რადგან ოპოზიცია და დამკვირვებლები არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებენ.

„იმედს ვიტოვებ, რომ ეს არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. ის ხარვეზები რომელიც შეინიშნება ამ მდგომარეობისთვის, კონკრეტულ რეგიონს არ დავასახელებ ფაქტის დაზუსტებამდე, მაგრამ დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტებია გვექნება ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს. ეს არ არის ის არჩევნები, რომ ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს, ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოძიებული. ჩვენ და ყველა ოპოზიციური პარტია ვმუშაობთ გაათმაგებულად და დღევანდელი არჩევნები დასრულდება ხალხის სასიკეთოდ,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარი