საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება

ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.

კორონა ვირუსის პანდემიის გამო ფიბა- გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრეწოდებულიბაბლისპრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოსმეტრო არენაზეპირველად ივარჯიშა.ილიას ზუროსმა მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად გუნდი სხვადასხვა კომპონენტებზე ავარჯიშა.

ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარებარატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ.ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელებიგიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

დანაკლისის გათვალისწინებით, ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ძირითად გუნდშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა მოთამაშეებიალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების გენერალური სპონსორია adjarabet.com

კომენტარი