სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტებთან „სექსი“ ეგვიპტურად: „ვერც დავთვალე, რამდენი ხელი მისრესდა მკერდს“ (ვიდეო)

ორი დღის განმავლობაში ერთი ფრანგი და ერთი ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ეგვიპტის დედაქალაქის მრავლისმომსწრე მოედან „ტაჰრირზე“. როგორც დასავლური მედიასაშუალებები იუწყებიან, ფრანგული ტელეკომპანია „France 3“ – ის ჟურნალისტს, კაროლინ სინზს აჟიტირებული ახალგაზრდების ბრბო მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ქაიროს ქუჩებში სიუჟეტს ამზადებდა. კაროლინთან ერთად, მისი ოპერატორიც იმყოფებოდა. პოლიციის შენობასთან, ქუჩაზე, სადაც დემონსტრანტების და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს შორის შეტაკებები მოხდა, ფრანგულ გადამღებ ჯგუფს 14–15 წლის მოზარდების ბრბო გარს შემოეხვია.

ჟურნალისტის მონაყოლის მიხედვით, თავდამსხმელებმა ის ოპერატორისაგან გააცალკევეს, თან სცემდნენ და ტანისამოსს ახევდნენ. „რამდენიმე გამვლელი ჩემს დახმარებას შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, მე ბრბოს შუაგულში ვიყავი მოქცეული, ვიდრე, როგორც იქნა, პოლიცია არ მოვიდა. მეგონა, მოვკვდებოდი“ – აცხადებს ევროპელი ჟურნალისტი „უორლდ ნიუსთან“ ინტერვიუში. ჟურნალისტზე ძალადობის ამსახველი კადრები ერთ–ერთმა ეგვიპტურმა ტელევიზიამაც გაავრცელა.

ჟურნალისტი მონა ელტაჰავი კი, ტაჰრირის მოედანზე, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და 12 საათის განმავლობაში, განყოფილებაში ჰყავდათ დაპატიმრებული. ქალმა პოლიციაში გატარებული საშინელი საათები მოგვიანებით გაიხსენა: „ჯგროდ მეხვეოდნენ და ვერც კი დავთვალე, რამდენი ხელი მისრესდა მკერდს, რამდენი მიჭერდა დუნდულებზე და რამდენი კიდევ – ჩემს შარვალში წინიდან ჩაძრომას ცდილობდა. ისინი პოლიციელებს კი არა, დორბლიან, გაცოფებულ ქოფაკებს ჰგავდნენ“, – წერს ჟურნალისტი თავის ბლოგზე.

სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევა ტაჰრირზე თებერვალშიც მოხდა, როცა მოედანზე ჰოსნი მუბარაქის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილნი: ამერიკულმა ტელეკომპანია CBS– მა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაახმაურა მოედანზე 11 თებერვალს, ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ მომხდარი ერთი საზარელი ფაქტი. როგორც ირკვევა, დაახლოებით ორასკაციანმა ბრბომ ტელეკომპანიის საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილების წამყვანი ჟურნალისტი, ლარა ლოგანი გააუპატიურა. გაუპატიურებაში ამ შემთხვევაში ის იგულისხმება, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს. ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ ВВС–მ გამოაქვეყნა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის ცნობილი გახდა ეგვიპტის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. ლარა ლოგანი თავისი გადამღები ჯგუფის წევრებთან და ადგილობრივ მცველებთან ერთად მოედნის შუაგულში იმყოფებოდა.

„მას თანდათან ალყა შემოარტყეს შეკრებილთა შორის მყოფმა საეჭვო ელემენტებმა, გადამღები ჯგუფისგან გარიყეს, უკაცრიელ ადგილას მიიმწყვდიეს და დაახლოებით ორასკაციანმა ბრბომ ჟურნალისტზე სასტიკი მეთოდების გამოყენებით იძალადა და სასტიკად სცემა“, – ნათქვამია ტელეკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

მოძალადეებისგან ჟურნალისტის დახსნა ქალებმა მოახერხეს, რომლებიც იმ დროს ტაჰრირის მოედანზე იმყოფებოდნენ. მოედნის უკაცრიელ ადგილას მომხდარი განუკითხაობის შესახებ მათ ეგვიპტის არმიის ჯარისკაცებს შეატყობინეს. გამხეცებული მამაკაცებისგან ლარა ლოგანის დახსნას მძიმე ტექნიკა და არმიის ოცი ჯარისკაცი დასჭირდა. მათ ნახევრადშიშველი, ტანსაცმელშემოხეული და შოკში მყოფი ჟურნალისტი ბრბოს გაარიდეს და სასტუმროში მიიყვანეს. ლოგანმა და მისმა გადამღებმა ჯგუფმა ეგვიპტე იმ დღესვე დატოვა.

39 წლის ლარა ლოგანმა აშშ–ს ერთ–ერთ საავადმყოფოში მკურნალობის კურსი გაიარა. წარმოშობით სამხრეთაფრიკელი ჟურნალისტი ტელეკომპანიის ერთ–ერთი საუკეთესო რეპორტიორია. ბოლო წლების განმავლობაში იგი აქტიურად მუშაობდა ერაყსა და ავღანეთში.

ქაიროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმაც გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 56 ჟურნალისტი ძალადობის მსხვერპლი გახდა (ფიზიკური ანგარიშსწორების გამოყენებით), ხოლო 76 ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100