სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბავშვი უმოწყალოდ სცემეს ბიძებმა, სულ წიხლ-ქვეშ იგორეს... გაგვაპაზორეო" - რას ყვება დედა, რომლის 14 წლის შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ზურგი, ფეხები, ხელები ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს, ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში – ამის შესახებ 14 წლის გოგოს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დედამ tv 25-ის პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

„ყველა იყო გაფრთხილებული პოლიციისგან, რომ ბავშვზე ხელი არ უნდა დაეკარებინათ. ბაბუა ბავშვს არ სცემდა… ბაბუას არასდროს არ უცემია მე ეს ვიცი. ბავშვი ამ მდგომარეობაში, რომ მოხდა იმ დღეს სანამ პოლიციაში ჩამოიყვანდნენ ბავშვი უმოწყალოდ სცემეს თავისმა ბიძებმა, სულ წიხლ-ქვეშ იგორეს ბავშვი. წაიყვანეს ექსპერტიზაზე, სად არის ექსპერტიზის დასკვნა, ძალიან მაინტერესებს? ზურგი, ფეხები, ხელები ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს, ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში. ასეთი რამე რატომ გააკეთე, გაგვაპაზორეო. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა, სხვა ნურავის დაადანაშაულებთ. გზაში თურმე სულ მუშტებით ემუქრებოდნენ ნათესაობა, ჩვენზე არაფერი არ თქვა, თორემ მოგკლავო…“ – ამბობს დედა.

მისივე თქმით, ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, შვილთან კონტაქტს კი მამამთილი უზღუდავდა.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, ახლობლებისთვის ცნობილი გახდა 23 წლის მამაკაცთან სქესობრივი კავშირის შესახებ.

მამაკაცი ნ.ტ. პოლიციამ 10 თებერვალს დააკავა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100